გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: ვერ წარმომიდგენია 21-ე საუკუნეში წამება ან ციხეში ცუდად მოპყრობა

29-11-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია 21-ე საუკუნეში ადამიანის მიმართ წამება ან ციხეში ცუდად მოპყრობა.


ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.


"საქართველოში შემოსვლის დროს მე ვიცოდი რომ დამაკავებდნენ და არც მიცდია დამალვა. როცა საქართველოში წამოსვლის წინ ევროპარლამენტარებს შევხვდი, მათ მკითხეს - არ გგონია, რომ როცა საქართველოში ჩახვალ შენ იქ გაწამებენ? და მე ვუთხარი, 21-ე საუკუნეში ვინ აწამებს ვის, კარგი ეხლა როგორ გაბედავენ.


ამერიკაში შეხვედრისას კი ერთ-ერთმა სენატორმა მითხრა, ჩვენ უბრალოდ გვეშინია შენი პირადი უსაფრთხოების საკითხზე, თუ რა შეიძლება გიქნან ციხეშიო.


ამასაც ვუთხარი, რომ 21-ე საუკუნეში ციხეში რა უნდა მიქნან, ვინ რას გაბედავს" - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.