გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შიდა ქართლში, 12 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

3-12-2021

„საქართველოს მელიორაცია“,შიდა ქართლში, 5000ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.


სოფელ ოსიაურისა და შაქშაქეთის ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის 12 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ქარელისა და ხაშურის 10 სოფლის (ოსიაური, ზემო და ქვემო შაქშაქეთი, ბრეთი,წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბებნისი, რუისი და ურბნისი) სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.


საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.