გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომში ხანძარი ადამიანის ჩარევითაა გამოწვეული

1-05-2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომში სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა.
მისივე თქმით, ხანძრის ადგილას ცეცხლის დაახლოებით ათი კერა აღმოაჩინეს.
ამის შესახებ მღებრიშვილმა ბორჯომში განაცხადა. 

„ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე არ არსებობს. დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე 10 სხვადასხვა კერა იქნა აღმოჩელი. ეს მიუთითებს იმას, რომ აქ ბუნებრივი ფაქტორები გამორიცხულია. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ხანძარი გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით“- განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ საკირეში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.