გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია

24-12-2021

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.

"საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა “ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტიორებს.


საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.


ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრება" - აცხადებენ სუს-ში.