გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

24-01-2022

მეტროსადგურ "ისანში" საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.


"2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები" - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.