გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას დმანისის მუნიციპალიტეტში გაეცნენ

2-04-2022

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ პროგრამის დეტალები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრაზე განიხილა.


მიმდინარე ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიე რქვემო ქართლის რეგიონში შერჩეული იჯარით გასაცემი საძოვრების საერთო ფართობი 6602 ჰექტარს შეადგენს, აქედან: დმანისი - 52 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 6,255 ჰა; თეთრიწყარო - 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 241 ჰა; წალკა - 2 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 106 ჰა.


შერჩეული საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა ამ ეტაპზე შერჩეული საძოვრებისთვის დაწყებულია და 26 აპრილამდე გაგრძელდება.


„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა.


პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.