« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
9-04-2022
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით - 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა.
„9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა.
დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას აზიარეს.
მადლობა 9 აპრილის გმირებს თავისუფლებისთვის!"- წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.