კვირა, აპრილი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ხვამლის მთაზე, არქეოლოგიური გათხრების ადგილას, მოსახლეობამ უნებართვო სამუშაოები დაიწყო

22-05-2018

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხვამლის მთაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, მოსახლეობამ უნებართვო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ხვამლის მთაზე თვითნებური და უნებართვო სამუშაოების ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ ეკლესიასთან მძიმე ტექნიკით (ტრაქტორით) სამუშაოები მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ ადგილზე ინსპექცია ჩავიდა, რომელიც გაარკვევს რა მოხდა და დაზიანდა თუ არა რამე.

"2014 წლიდან ჩვენ ვაფინანსებთ არქეოლოგიურ გათხრებს ხვამლის მთაზე. გაკეთდა ძალიან მაგარი აღმოჩენები. ამ ადგილას გარდა მე-19 საუკუნის ტაძრისა, არის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ფენები, არის არქეოლოგიურად ძალიან საინტერესო ადგილი, რომელსაც ვიკვლევთ ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად. მოხდა ვანდალურ აქტი, რაც არის კატასტროფა და ძალიან შემაშფოთებელი. მე, როგორც კი მაჩვენეს ეს ვიდეო, მაშინვე გავგზავნე ინსპექცია. ამ ფაქტს ჩვენი მხრიდან მოჰყვება სამართლებრივი რეაქცია, ინსპექცია პირველ რიგში შეაჩერებს წარმოებულ არაკანონიერ სამუშაოებს. ასევე დაადგენს დაზიანდა, თუ არა ძეგლი. სპეციალისტები ზუსტად დაადგენენ რა მოხდა, წასულია არქეოლოგიც, რომელიც წლის განმავლობაში ხვამლის მთაზე მუშაობდა. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს მას შემდეგ გადავდგამთ, რაც გავიგებთ კონკრეტულად რა მოხდა და რა დაზიანდა", - თქვა ნიკოლოზ ანთიძემ.

imedinews.ge