გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გიორგი ვოლსკი: უკრაინაში მყოფი სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედართავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდუვალი აუცილებლობაა!”

5-05-2022

„უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედართავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდუვალი აუცილებლობაა!”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე.

 

"კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე თემას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას ეხება. უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედართავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდუვალი აუცილებლობაა!”შემდგომ კი ისეთ ჯახს პროგნოზირებდა, როდესაც ბუნებით “მხდალი მელაძეც კი საველე მეთაურად იქცევა”. ეს ხომ მისი სიტყვებია! განა სხვა მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, რათა არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე! ესაა მათი სტრატეგიის არსი! გარემოებები შეიცვალა, გეგმა არ შეცვლილა!“ - წერს გიორგი ვოლსკი.