გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ანრი ოხანაშვილი: რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს აშშ-ის საელჩო

23-05-2022

რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას.

 

„ეს კამპანიაც მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, კიდევ ერთხელ შეახსენონ მათი რეალური სახე, რასაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აკეთებდნენ, რომ არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 ყველაზე ცუდი აქ რაც იკვეთება, მათ ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ კამპანიაში, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს. რა ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია ეს ხალხი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობაზე მიაქვთ ასეთი შტურმი“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.