გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ლევან დავითაშვილი: დამოუკიდებლობის დღე ყოველთვის ემოციურია და დიდი ზეიმია, მაგრამ წელს ეს განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი

26-05-2022

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას და ასევე ვუსურვებ ერთობას" - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და სამინისტროს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე ყოველთვის დიდი ზეიმია და ყოველთვის ემოციურია, მაგრამ წელს ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი.


„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც ევროკავშირში წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და ძალიან დიდი იმედით ველოდებით ევროკავშირისგან დადებით პასუხს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გააგრძელოს, გააგრძელოს ევროინტეგრაცია და შევძლოთ ქვეყნის განვითარება იმგვარად, იმ ღირებულებებით, როგორიც ყველას ერთად გვინდოდა - ეს არის ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ხდება დამოუკიდებლობის, საერთაშორისო სამართლის ხელყოფა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნები და ერთიანები ვიყოთ, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღეს.


საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში.


მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, „საქრუსენერგოს," ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სივრცეები და პავილიონები.