გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სტიქიის შედეგად სკოლების დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

28-05-2022

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლების  სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

 მიმდინარე წლის   მარტსა და აპრილში ძლიერი ქარისა და წვიმების შედეგად კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 11 საჯარო სკოლაში დაზიანდა  სახურავი.   სააგენტომ ოპტიმალურად მოკლე დროში განახორციელა არსებული სიტუაციის სრული ანალიზი და  დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. 

 

 სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო  მიმდინარე პროცესს.

 

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები საქართველოში არსებული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ხორციელდება და  მიმდინარე წლის  ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.  პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ნახევარი ლარია.