გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობა გაიზრდება

17-06-2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენისთვის განიხილა, რაც  დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული სანქციების  გაზრდას ითვალისწინებს.


კანონპროექტის თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად,    5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა - 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით  დაჯარიმებას.


ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს ახალი რეგულაციის შემოღებას მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.


კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია ,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხშირად აქვს ადგილი განაშენიანების მიზნით მწვანე ნარგავების დაზიანებას  და სწორედ, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა არსებული სანქციების გამკაცრება.