5-06-2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და ბევრ მიმართულებას მოიცავს.
გთავაზობთ ზოგიერთ ნორმას, რომელსაც აღნიშნული წესი განსაზღვრავს.
წესის მიხედვით აკრძალულია:
- ზოოფილური აქტები ცხოველებთან;
-ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის მოჭრა, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქებისა და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, ბუმბულის მოგლეჯა, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, ცხოველის სხეულის ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები; გამონაკლისს წარმოადგენს ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები;
-ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;
- დახრჩობა;
- გაგუდვა;
- მოწამვლა;
- ელექტრომუხტის გამოყენება;
- სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;
- ცხოველის საკვებისა და წყალთან წვდომის გარეშე ყოფნა;
- არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
გარდა ამისა, წყალტუბოს საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი კიდევ ბევრ რეგულაციებს მოიცავს, რომლის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:https://matsne.gov.ge/ka/document/view/4203375