გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს

22-06-2022

დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს. 


„ახლა წაგიკითხავთ გვარებს, წეღან რომ აღშფოთდით, ახლა უფრო აღშფოთდებით. დიმიტრი შაშკინი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის. დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო. თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი. მიყურეთ ახლა და ასეა. 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან. ახლა თქვენი პარტიის თავმჯდომარე ვინ არის, გამახსენეთ? კობა ნაყოფია ვინ არის? კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს. ძალიან ბევრია, მთელი სიაა. ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება", - განაცხადა პრემიერმა.