გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე: უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ის არ შეიძლება, შეურთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში

22-06-2022

რუსეთის ომმა ყველა ჩევნგანი შოკში ჩაგვაგდო, თუმცა ემოციები არ უნდა მივიდეს სიგიჟემდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკნომიკურმა სანქციებმა გამოიწვია ენერგორესურსების ფასების, ინფლაციის ზრდა და კოლექტიური გაღარიბება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომ ვანდენდრიშემ განაცხადა.


მისივე თქმით, სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს.


ამასთან, ტომ ვანდენდრიშემ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უკრაინას არ შეუსრულებია აუცილებელი კრიტერიუმები და არ შეიძლება, შეურთდეს ევროკავშირს.


„სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს, ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდას. ალბანეთი, თურქეთი და უკრაინა არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის, მათ არ დაუკმაყოფილებიათ აუცილებელი წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც საჭიროებს კარგად ფუნქციონირებად ბაზარს, მტკიცე კანონის უზენაესობას. უკრაინას არ შეუსრულებია ეს ვალდებულებები. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ჩვენ ყველას ვუქმნით საფრთხეს, ჩვენ ყველა ვიქნებით ჩათრეული ამ ომის ჭაობში. უკრაინა არ შეიძლება, შეუერთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში“, – განცხადა ტომ ვანდენდრიშემ.