გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ჩეხეთის ელჩის ინტერვიუ რბილად რომ ვთქვათ, სავსე იყო საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით და იმ თემებზე აქცენტირებით, რაც დიპლომატის საქმე არაა

12-07-2022

დღეს ჩეხეთის ელჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სავსე იყო საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით და იმ თემებზე აქცენტირებით, რაც დიპლომატის საქმე არაა. გულწრფელად მინდა ვიკითხო, ჩეხეთის ელჩს ვინ ეკითხება, რა საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი? ან რა ლეგიტიმაციით კარნახობს ქვეყანას, როგორი საარჩევნო ბარიერი დააწესოს? - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას ინტერვიუს.

 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, იმ ქვეყნის ელჩი, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია, აქეთ მოგვიწოდებს ბარიერის დაწევისკენ. ამას არაფერი ქვია, თუ არა "ზემოდან ყურება და კარნახი".

 

„დღეს ჩეხეთის ელჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სავსე იყო საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით და იმ თემებზე აქცენტირებით, რაც დიპლომატის საქმე არაა. თუმცა ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო - გულწრფელად მინდა ვიკითხო, ჩეხეთის ელჩს ვინ ეკითხება, რა საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს საქართელოს პარლამენტი? ან რა ლეგიტიმაციით კარნახობს ქვეყანას, როგორი საარჩევნო ბარიერი დააწესოს? კარგი, დავარქვათ ამ ტონს, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ჭკუას რომ გვარიგებს, იცით ჩეხეთში როგორი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს? 5 % პარტიებისთვის! 8% კოალიციისთვის და 11% (?!) ისეთი კოალიციისთვის, სადაც 2 და მეტი პარტიაა გაერთიანებული. ანუ რა გამოდის, იმ ქვეყნის ელჩი, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია, აქეთ მოგვიწოდებს ბარიერის დაწევისკენ... ამას არაფერი ქვია, თუ არა "ზემოდან ყურება და კარნახი" და რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად დიპლომატიური პოზიციაა“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.