გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

GITA - ს მხარდაჭერით, თბილისი ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

15-07-2022

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნესკავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისი, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს სტუმრობენ ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგსა და სპეციალურ “ფიჩინგ ვორქშოფს” (Pitching workshop) სტარტაპებისთვის. ღონისძიებებისას განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებსა და მათ როლს ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში. “ფიჩინგ ვორქშოფი” კი წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ საკუთარი საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორების წინაშე.

 

სტარტაპის დამფუძნებლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, “ფიჩინგ ვორკშოპის” ფარგლებში, საკუთარი კომპანიები წარადგინონ ქართველი და უცხოელი ინვესტორების წინაშე, უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/BRWa4n8QQeSj9pDG7.

 

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართება Founder Institute-ის პანელური დისკუსია/ვორქშოფი სტარტაპების დაფინანსების თემაზე.

ღონისძიებაზე გამოცდილი ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზ ინვესტორები დეტალურად განიხილავენ კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზებს.

 

ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებულ სტარტაპერს, ამ ბმულზე რეგისტრაციის შემდეგ:

https://fi.co/event/startup-finances-term-sheets-cap-tables-esops-angels-vcs-and-advisors.

 

 

ანგელოზ ინვესტორთა ვიზიტი დედაქალაქში თანადაფინანსებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის მიერ.