გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამხრეთ კორეამ საქართველოს ჰიდროგრაფიული კატამარანი გადმოსცა საჩუქრად

16-07-2022

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურშ სამხრეთ კორეის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

 

სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან   საქართველოში  ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვას  პროექტი მიმდინარეობს.


აღნიშნული პროექტის  ფარგლებში საქართველოსჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები  აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით. ჩატარდა ერთობლივი კვლევები,  საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში.


პროექტის მიმდინარეობის მესამე ფაზაში კორეულმა მხარემ 150 ათას ქართულ ჰიდროგრაფიას ზღვის სიღრმეების საკვლევი ჰიდროგრაფიული კატამარანი გადასცა, რომლის ღირებულება დაახლოებით   150 ათას აშშ დოლარს შეადგენს.


აღნიშნული კატამარანი აღჭურვილია   თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს ,  ზუსტი ბათიმეტრიული მონაცემები კი სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, სამხრეთ კორეის რწმუნებულმა დაესუ ჩანგმა ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა  რევაზ ბაბილუამ, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ქალაქ ფოთის მერმა  ბექა ვაჭარაძემ, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ.