გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო

19-07-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანიამ  „აგრომაქს დეკორი“  ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო.  კომპანიამ, ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, ინვესტიცია 500,000 ლარზე მეტი განახორციელა, მათ შორის, 350,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.


„ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, ლურჯიმოცვის ნერგებისწარმოება ხდება. მაშინროდესაც, ძირითადად, იმპორტირებული ნერგებით შენდება ჩვენი ახალი ბაღები, მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვაქვს სანერგე მეურნეობა, რომელიც ბაზარს ადგილობრივი წარმოების ნერგებით მოამარაგებს“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კომპანიის  „აგრომაქს დეკორი“   ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის საქმიანობის გაცნობისას.


სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის 4 ჯიშის 200,000 ერთეული  ნერგი იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული. „აგრომაქს დეკორი“სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში რეგისტრირებული კვალიფიციური სანერგეა.


სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებულია  11 სანერგე მეურნეობა, ინვესტიციის ოდენობა 5 მლნ ლარს აჭარბებს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.