გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტყიბულის თეატრში, ინტეგრირებული თეატრის ,,აზდაკის ბაღის” სპექტაკლისპრემიერა გაიმართა

27-07-2022

ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში, ინტეგრირებული თეატრის ,,აზდაკის ბაღის” სპექტაკლის -,,შერეკილების“ პრემიერა გაიმართა.

 

რეზო გაბრიაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის სახეცვლილი ვერსია, განსხვავებული დაახლებური ხედვით, რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა დადგა, რომლის პრემიერა სცენარი ავტორის მშობლიურ მხარეში, ტყიბულში შედგა.

 

ინტეგრირებული სპექტაკლი შშმ პირებსა და პროფესიონალ მსახიობს აერთიანებს, სადაც ადამიანებთან ერთად მარიონეტი შშმ თოჯინებიც თამაშობენ. სპექტაკლში პერსონაჟები თითქმის არ საუბრობენ და სათქმელს კომიკური სცენების საშუალებით გადმოსცემენ.

 

,,შერეკილების“ პრემიერამ, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ანშლაგით ჩაიარა. წარმოდგენას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქინე პირები ესწრებოდნენ.