გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალგორის ბაღებიდან თანამშრომლები ოსურისა და რუსულის არცოდნის გამო გაათავისუფლეს

12-06-2018

ოკუპირებული ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ოსური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია ახალგორის ორი საბავშვო ბაღის თითქმის ყველა პადაგოგი და დამლაგებელიც კი. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი ოსური და რუსული ენის არცოდნაა. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი დე ფაქტო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას ქართული ენის შეზღუდვისა და ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული ოჯახების განდევნის მცდელობად აფასებს.

„ორი ბაგა-ბაღი იყო იქ და ქართულენოვანი საბავშვო ბაღი რამდენიმე თვის წინ გააუქმეს. ახლა ბაღში სულ 40-მდე აღსაზრდელი იქნება და ამ ბავშვებმა ქართული ენის გარდა არ იციან სხვა ენა. უკრძალავენ პედაგოგებს ბავშვებთან ქართულ ენაზე საუბარს. არც პედაგოგები არიან სათანადოდ მომზადებული. სკოლების შემდეგ ქართული ენის, ეს უკვე საბავშვო ბაღებში შეზღუდვის მცდელობაა“, – აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

imedinews.ge