გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იარაღის უკანონოდ შენახვაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

28-11-2017

ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ თურქეთის მოქალაქე ქალს, რომელსაც პროკურატურა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარიპატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ქალი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საქმის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე.

როგორც დღეს მოსამართლემ განაცხადა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ხელყუმბარები იპოვეს ქობულეთში, მდინარის პირას ჩაფლულ კასრში. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა.

სასამართლოსხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის ბრალდებულის კავშირს ტერორიზმთან.

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალისმართლსაწინააღმდეგო შეძენაა, შენახვაა, ტარებაა, დამზადებაა, გადაზიდვაა, გადაგზავნაა ან გასაღებას.


წყარო: reginfo.ge