გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ამერიკის ხაზინის დელეგაციის წევრებს შეხვდა

3-11-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.


მხარეებმა თანამედროვე და ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრაციის გამოწვევები განიხილეს და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრეს.


შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის პოზიტიურ როლს და აღნიშნა, რომ უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციების გამოცდილების გაზიარება.


,,დღეის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურში ტექნიკური დახმარების რამდენიმე მიმდინარე საერთაშორისო პროექტია, რასაც სხვადასხვა დონორის დახმარებით ვახორციელებთ.


ჩვენთვის პრიორიტეტულია ვიზრუნოთ შემოსავლების სამსახურის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების მუდმივი გაზიარება" - აღნიშნა ლევან კაკავამ.


როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ოფისის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და მოესმინათ პრეზენტაციები საგადასახადო აუდიტის, მონაცემთა ანალიტიკის, ასევე რისკის მართვის, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ.


შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ რეკომენდაციებისთვის, რომლებიც მათ ქართულ მხარეს მიაწოდეს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.


შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უწყების უფროსის მოადგილეები პაატა კილაძე და ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია.