გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი: უკვე ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია, თორემ მოლდოვასთან შედარებით ყველა პარამეტრით წინ რომ ვართ, ევროპული ინსტიტუტებივე ადასტურებენ

11-11-2022

ხელისუფლებას სურს, რომ ამ რთულ ვითარებაში, რაც მსოფლიოსა და რეგიონშია, მშვიდობა იყოს ქვეყანაში, რასაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.


მისი თქმით, უკვე ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია.


„ჩვენ ხალხის ძალა უზრუნველვყოფთ იმას, რომ საზოგადოება შევაიარაღოთ სწორი და საჭირო ინფორმაციით, იმისათვის, რომ ყველა ეტაპისთვის მზად იყოს და ხალხის ძალა დაუპირისპირდეს იმ გეგმის შესრულებას, რასაც ჰქვია ქვეყანაში მეორე ფრონტი. ისინი ამას მზაკვრულად ახერხებენ და ეს მზაკვრული გეგმაც ამიტომ არის მოფიქრებული დამოკლეს მახვილივით რომ დაკიდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს თავზე. უკვე ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია, თორემ მოლდოვასთან შედარებით ჩვენ ყველა პარამეტრით წინ რომ ვართ, ევროპული ინსტიტუტებივე ადასტურებენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.