გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„საქართველოს მელიორაცია“, ბაღდათში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

15-11-2022

„საქართველოს მელიორაცია“, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.


პროექტი ითვალისწინებს წყალგამანაწილებელი არხის 0,4 კილომეტრიანი მონაკვეთის მოპირკეთებასა და ფილტრაციის საწინააღმდეგო დამცავი კედლის, გადასასვლელი და საცალფეხო ხიდების მშენებლობას.

 

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. ასევე, აღარ იარსებებს არხის მიმდებარე  საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება.

 

აღნიშნული საირიგაციო სისტემით სოფელ  როკითისა და დიდველას 350 ბენეფიციარი სარგებლობს.

 

პროექტი, რომლის ღირებულებაც516 000  ლარია,   მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

 

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური  დირექტორი თენგიზ ნასარიძე სოფელ როკითში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდადა მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.