გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: კანონის უზენაესობა, შერჩევითად და შერჩევითი სამართალი შეერთებულ შტატებში ჩვეულ მახინჯ მოვლენად იქცა

29-11-2022

„ზაზა შათირიშვილი აბსოლუტურად მართალია მის მორიგ შეფასებებში - კრიმინალი კეზერაშვილის დაკავება რომ ნდომოდათ ამერიკელ "პოლიციელ-მორალისტებს", აქამდე დაატუსაღებდნენ. თუმცა, სადაც დავით არახამია ვენაში ხვდება აშშ-თვის ძებნილ ოლიგარქს, დმიტრო ფირტაშს, აღარაფერია გასაკვირი“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, კრიმინალი კეზერაშვილი საქართველოში მორიგი უშედეგო არეულობის მოსაწყობად სჭირდებათ.

 

„კანონის უზენაესობა, შერჩევითად და შერჩევითი სამართალი შეერთებულ შტატებში ჩვეულ მახინჯ მოვლენად იქცა. ზაზა შათირიშვილი აბსოლუტურად მართალია მის მორიგ შეფასებებში - კრიმინალი კეზერაშვილის დაკავება რომ ნდომოდათ ამერიკელ "პოლიციელ-მორალისტებს", აქამდე დაატუსაღებდნენ. თუმცა, სადაც აბრამოვიჩის ფინია, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია ვენაში ხვდება აშშ-თვის ძებნილ ოლიგარქს, დმიტრო ფირტაშს, აღარაფერია გასაკვირი.

 

ფაქტია, რომ კრიმინალი კეზერაშვილი სჭირდებათ საქართველოში მორიგი უშედეგო არეულობის მოსაწყობად. მიაღწევენ ამ ბინძურ აფერას (affaire)? ცხადია, ვერ. აცდენილნი არიან ამერიკელი სამოქალაქო და სამხრეებიანი ანალიტიკოსები ქართველი ხალხის მაჯისცემის გაგებას“- წერს გია აბაშიძე.