გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს პენიტენციური და იმედი მაქვს, პარლამენტი ერთსულოვანი იქნება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული

5-12-2022

ორი მნიშვნელოვანი კოდექსი გამოგვაქვს დღეს მთავრობის სხდომაზე, პირველი, მინდა ვთქვა, ეს არის პენიტენციური კოდექსი და ბატონ რატის მინდა, მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რა გამოწვევები არსებობდა პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე და რა პირობებია ახლა.


„აქვე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ შევაფასო ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები პენიტენციურ სისტემაში - კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ეს სისტემა, განსაკუთრებით, ძალიან დიდი გამოწვევები იყო ამ სისტემაში, ადამიანების წამება, მკვლელობები, გაუპატიურება და საშინელებები ხდებოდა და მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგ ჩვენ რეალურად გარდატეხა შევიტანეთ ამ სისტემაში. ეს არის ორიენტირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე, აი მაგალითისთვის, რომ შევადაროთ, 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილები, 20 კვ.მ. საკანში 25-30 პატიმარი იყო შეყვანილი, წარმოიდგინეთ, ესაა წამების ტოლფასი ქმედება და ამას ემატებოდა ის უბედურება, რაც ხდებოდა წამება, ტანჯვა, ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა და ა.შ.,"- აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, ახალი კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის.


„დღეს პატიმრებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში, სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, მაგალითად ბატონი რატის ინიციატივით, შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება დისტანციურად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით, გავხსენით ბიბლიოთეკები და უამრავი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მანამდეც, ქალბატონი თეას დროს, უფრო მანამდეც ძალიან ბევრი მინისტრი ემსახურებოდა ამ დიდ სიკეთეს და ახლა უკვე ახალი ინიციატივებით შემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ ამ კოდექსს რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ და იმედი მაქვს, პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. აქ არის მთელი რიგი შეღავათები განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მაგალითად ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი ნამატის გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურების მიხედვით დანამატს, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშნელოვანია მათთვის,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.