გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უკრაინაში ქართული ბიზნესის ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

15-12-2022

დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას - ამ სოლიდარულიაქციის ფარგლებში, რომელიც  რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის  მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას  ქართული ბიზნესიც შეუერთდა.


კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300-300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად.


ჰუმანიტარული ტვირთით პირველიკონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში. 


ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის  დიდი ნაწილი, ისე   ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას,  განადგურდა  სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის  ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები.  რიგითი მოქალაქეები პირისპირ დარჩნენ მძიმე და  ცივი ზამთრის წინაშე უშუქოდ, უწყლოდ, დაგათბობის გარეშე. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული.