გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოზარ სუბარი: ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალოს

6-07-2018

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის გამძვინვარების საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა მისივე თქმით, საშიშროება, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალოს, ჯერ კიდევ არის.
ამის შესახებ სუბარმა ჭუბერში, სტიქიის ადგილზე განაცხადა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი საფრთხე გადავლილია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალოს. მდინარეს ჯერ კიდევ მოაქვს ძალიან ბევრი მყარი მასალა - ხე-ტყე, ქვები და ეს ქმნის საფრთხეს, რომ შეიძლება მდინარემ ისეთი მიმართულებით შეიცვალოს კალაპოტი, რომ ახალი საფრთხე გაჩნდეს“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭუბერში მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ხიდები და გზები.