30-12-2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ძეგვის ბავშვთა და მოხუცებულთა სახლს ეწვივნენ, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ძეგვის სახლში მცხოვრებ მოხუცებსა და ბავშვებს საუკეთესო სურვილებით დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აუცილებელი საკვები პროდუქტები, ტკბილეული, ჰიგიენის საშუალებები და პირველადი საჭიროების სხვა ნივთები გადასცა.
საგამოძიებო სამსახური, საზოგადოებრივი სოლიდარობის წახალისების მიზნით, ტრადიციად დამკვიდრებულ საქველმოქმედო საახალწლო აქციებს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველწლიურად დასასრულს ახორციელებს.