გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქვეყანა მშპ-ს ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ინარჩუნებს

30-12-2022

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.


საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.


კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.