გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები საპროტესტო აქციას გამართავენ

10-01-2023

მიმდინარე წლის 11 იანვარს, 12:00 საათზე სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები, მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირის მხარდაჭერით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა   და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან აქციას და საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას ეწარმოებინა მოლაპარაკებები პროფკავშირთან, მის წევრ ექიმებსა და მძღოლებთან, დამსაქმებელი აურესებს დასაქმებულთა შრომით პირობებს, კერძოდ:

  • 2022 წლის დეკემბერში 10 წლის განმავლობაში პირველად, დასაქმებულებმა დეკემბრის თვის ხელფასის ერთჯერადი 100%-იანი დანამატის ნაცვლად მიიღეს 70%-იანი დანამატი.

2023 წლის იანვრიდან გაუქმდა:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევა და დეზინფექციის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემია არ დასრულებულა და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

ბრიფინგის გამართვის შემდეგ, აქციის მონაწილეები, მათი პრობლემებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის ქმედებების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართავენ.