გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვატო შაქარიშვილი: სააკაშვილი 300 000 დოლარს უხდის ამერიკელ “ექიმებს,” რომ მისთვის სასურველი დასკვნები დადონ

8-02-2023

მოძრაობა „აი იას“ წევრი, ვატო შაქარიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა - $284,784 აშშ დოლარი გადაუხადა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

შაქარიშვილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი ქართველ ექიმებს, ვინც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე რეალურად ზრუნავს, აგინებს, დაჭერით ემუქრება და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

 

„სააკაშვილი 300.000 დოლარს უხდის ამერიკელ “ექიმებს,” რომ მისთვის სასურველი დასკვნები დადონ. ქართველ ექიმებს კი, ვინც რეალურად მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს - აგინებს, დაჭერით ემუქრება და ფიზიკურად ძალადობს მათზე! ყველაფერი ნათქვამია!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცამების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია „Akerman LLP“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს, რაშიც ჯამში, კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს.