გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: კასიანოვი და უკრაინის ბევრი თანამდებობის პირი საქართველოს მიმართ, რომელიც მათ გვერდშია, ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს მოიხმარენ ხოლმე, როგორსაც იმ რუსეთის მისამართითაც არ იყენებენ, რომელთანაც ომი აქვთ

24-02-2023

როდესაც შენი საკუთარი ქვეყნის მთლიანობა ასეთი საფრთხის ქვეშ არის და ერთი წლის თავზე საქართველო შენს გვერდით დგას, ვერ უნდა იცლიდე იმისთვის, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთო, - ამის შესახებ გადაცემა „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის სიტყვები - „"ოცნების" დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე“ - შეაფასა.


„პირველ რიგში, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ კასიანოვი და უკრაინის ბევრი თანამდებობის პირი საქართველოს მიმართ, რომელიც მათ გვერდშია, ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს მოიხმარენ ხოლმე, როგორსაც იმ რუსეთის მისამართითაც არ იყენებენ, რომელთანაც ომი აქვთ. შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს, რომელიც მათ გვერდში დგას. იცით, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვართ ერთ-ერთი ხელმომწერი და სპონსორი - ხელი გვაქვს მოწერილი 400-მდე საერთაშორისო აქტზე უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის საწინააღმდეგოდ.


ასევე პირველ ადგილზე ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჰუმანიტარულად ეხმარებიან უკრაინას, მისი ქვეყნის მოქალაქეები კი საქართველოში თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ. წარმომიდგენია როგორ დისკომფორტს განიცდიან უკრაინელი მოქალაქეები, როდესაც მათი ქვეყნის ელჩი ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობს იმ ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მილიონამდე ადამიანმა აირჩია. ეს არის პროვოკაცია, მაგრამ პროვოკაციის ფარგლებშიც აქვს საზღვრები იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომლებიც შეიძლება დიპლომატმა თქვას.


აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ეს არის შეურაცხყოფა და უბინძურესი პროვოკაცია. რა თქმა უნდა, მას არ წამოვეგებით. როდესაც შენი საკუთარი ქვეყნის მთლიანობა ასეთი საფრთხის ქვეშ არის და ერთი წლის თავზე საქართველო ყველა თვალსაზრისით შენს გვერდით დგას, ვერ უნდა იცლიდე იმისთვის, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.