16-03-2023
ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, თიბისი, VISA-სთან პარტნიორობით, პროექტ ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში, შეხვედრების სერიას იწყებს, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობაა. თიბისის ბიზნეს ნაკრების მომხმარებლებისთვის, დაჯილდოების ნომინაციების შესახებ 5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება,რომლებსაც ბიზნესდაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და თემის ექსპერტები გაუძღვებიან.
თიბისისმიზანია, ბიზნესს ხელი შეუწყოს განვითარებაში და მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო გზების ძიებაში. შეხვედრების სერია, რომელიც პანელური დისკუსიით სახით წარიმართება, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. დისკუსიაზე სპიკერები განიხილავენ დაჯილდოების ნომინაციებს, რომლებიც ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო ღირებულებებს ქმნიან, ესენია: მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება, სოციალური პასუხისმგებლობა, რეგიონების განვითარება და სხვა. თიბისის მიზანია, ბიზნესისთვის და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზაცია მოხდეს და სულ უფრო მეტმა ბიზნესმა დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა თავის საქმიანობაში.
შეხვედრების სერიის პირველი ღონისძიება დღეს გაიმართება და დისკუსიის თემა „მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება“იქნება.
პირველი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: დავით ჯაფარიძე, თიბისის მომხმარებლის გამოცდილების მართვის ლიდერი; აკო ახალაია, მარკეტერის დამფუძნებელი და სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი; არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორიდა გიორგი ასათიანი, „ოკტოპუსფიტნეს კლუბის“ დირექტორი.