გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მერმა ხეთაგუროვის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

17-03-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვლიმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა კასპში ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

 

1480 გრძივი მეტრი სიგრძის ქუჩის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფლენი“ ასრულებს.

 

პროექტის ღირებულება 534 999 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ხეთაგუროვის ქუჩის ძირითადი მისასვლელი აღმართი, 2021 წელს მოეწყო, პარალელურად ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა. ხეთაგუროვის ქუჩასთან ერთად ქალაქის მთავარ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.