« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
28-07-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი "ხობი 2 ჰესის" მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. სადგური სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 46,7 მგვტ, ხოლო წელიწადში მას 202 მლნ კვტ.სთ - ის გამომუშავება შეუძლია. სადგურის პროექტის ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით 63,1 მლნ.აშშ. დოლარი შეადგინა.
„ხობი 2 ჰესი" მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში. უშუალოდ მშენებლობის პროცესში 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია. სადგურის ამოქმედება რეგიონის ელექტრომომარაგებას კიდევ უფრო მდგრადს და სტაბილურს გახდის, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავალი ექნება," - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ,,ხობი 2 ჰესის" მშენებლობაზე გაფორმდა 2015 წელს. სადგური ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს შევა.