გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით მათიკაშვილი: იქნება ეს „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მასთან დაკავშირებული სხვა პირები, ვერ შეძლებენ ყურადღების გადატანას საკითხიდან, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოში

11-09-2023

იქნება ეს „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მასთან დაკავშირებული სხვა პირები, ვერ შეძლებენ ყურადღების გადატანას საკითხიდან, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიცია ახლა მჩხიბაობითაა დაკავებული, რადგანაც პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით არაერთმა უწყებამ გააკეთა შესაბამისი კომენტარი და გარკვევით ითქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული მიზნით არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.


„მთავარია, რა დროს? როგორ და რატომ ხდება ამ საკითხით აპელირება? ეს არის ძალიან ჩვეული მეთოდი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პირების, რომ როდესაც დგას აქტუალური საკითხი, საზოგადოება მსჯელობს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე და მის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, აუცილებლად გვერდიდან უცებ უნდა შემოვარდეს ისეთი თემა, რომელიც თითქოს, ამ ამბის მნიშვნელობას გადაფარავს და საზოგადოება აღარ ალაპარაკდება სალომე ზურაბიშვილის თვითნებურ ვოიაჟებსა და მთავრობასთან შეუთანხმებელ საკითხებზე, არამედ ისინი ისაუბრებენ, თუ როგორ იმოგზაურა პრემიერ-მინისტრმა თვითმფრინავით“, - განაცხადა მათიკაშვილმა.


მისივე თქმით, საზოგადოებისთვის გასაგებად კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ კანონით გათვალისწინებული არც ერთი წესი არ დარღვეულა და არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულა აღნიშნული მიზნით თანხები.


„იქნება ეს „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მასთან დაკავშირებული სხვა პირები, ვერ შეძლებენ ყურადღების გადატანას საკითხიდან, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.