19-09-2023
გურამ ნიკოლაშვილი ნინო წილოსანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ჩართავ საკადასტრო მონაცემებს, გიჩვენებს მფლობელ კომპანიას, ამოიკითხავ მის მფლობელს, გადაამოწმებ ვინაობას და მორჩა, სიმართლე გარკვეულია - ვნახოთ, „მთავარი“ რამდენ ხანში იტყვის სიმართლეს
გურამ ნიკოლაშვილი: მოქალაქის ინფორმაციით ნინო წილოსანმა მთა მოთხარა - წერს "მთავარი", არადა, აღნიშნული მოქალაქის ინფორმაცია მეც შემხვდა, რომლის გადამოწმებასაც ხუთი წუთი სჭირდება.
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ნინო წილოსანმა კახეთში კუდიგორის მთა მოჭრა და სახლი აიშენა.
როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ინფორმაციის გადამოწმებას რამდენიმე წუთი სჭირდება, ვინაიდან საკადასტრო მონაცემებით მარტივია იმ პირის დადგენა, ვისმა კომპანიამაც აღნიშნული ქმედება განახორციელა.
„მოდი ვნახოთ მეც თუ გამანიუსებს მთავარი
“მოქალაქის ინფორმაციით ნინო წილოსანმა მთა მოთხარა” - წერს მთავარი.
არადა აღნიშნული მოქალაქის ინფორმაცია მეც შემხვდა, რომლის გადამოწმებასაც ხუთი წუთი ჭირდება.
- რუკაზე ნახულობ ყვარელს, კუდიგორის მთას;
- შეუიარაღებელი თვალითაც ცხადად ჩანს აშკარა ვანდალიზმი, მოჭრილი მთა და ფერდზე გადაყრილი ნაშალი;
- ჩართავ საკადასტრო მონაცემებს, გიჩვენებს მფლობელ კომპანიას, ამოიკითხავ მის მფლობელს, გადაამოწმებ ვინაობას და მორჩა, სიმართლე გარკვეულია.
მთავარის ნიუსი, მოქალაქის “დანოსი”, ორთოფოტო, საკადასტრო და რეესტრის ამონაწერი აგერაა ყველაფერი.
ძნელია მედიისთვის ამის კეთება?
ვნახოთ ამ მასალას ვინ და როდის წაიღებს, ან მთავარი რამდენ ხანში იტყვის სიმართლეს“ - წერს გურამ ნიკოლაშვილი Facebook-ზე.