გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამეგრელოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

10-09-2018

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. 
ჩვილი ჭიშკარზე, თბილი მოსასხამით იყო ჩამოკიდებული.
ადგილობრივები სასწრაფო და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდნენ, რომელთაც სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს.
ამ დროისთვის ჩვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქუჩაში ნაპოვნი ახალშობი, ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, გარე დაზიანებების გარეშე“- გნაცხადა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.