გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სიღნაღის რაიონში მტაცებელმა სამი ადამიანი დაკბინა

10-09-2018


კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა.

არსებული ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში მამაკაცი მგელმა საკუთარი სახლის აივანზე დაგლიჯა, მეორე ფაქტი კი სოფელში იმ დროს მოხდა, როდესაც  ქალი და მამაკაცი სამარშრუტო ტაქსის ელოდებოდნენ.

ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამბულატორიული დახმარება გაეწიათ.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პირველი შემთხევვა დაფიქსირდა 5 საათსა და 10 წუთზე. პაციენტი იყო სახლში, ეძინა აივანზე, უეცრად გაიღვიძა და მგელი ედგა თავზე. კიდევ ორი პირი - მამაკაცი და ქალბატონი, იგივე სოფელში იდგნენ და ელოდებოდნენ სამარშრუტო ტაქსს. მათაც დაადგათ მგელი. მამაკაცს უფრო მეტი ჭრილობა ქონდა, დაზიანებული ქონდა მარცხენა წინამხარი, მარცხენა მტევანი, სამივეს გაეწია ამბულატორიული მომსახურება, ამჟამად სამივე სახლშია გაწერილი“- განაცხადა ექიმმა.