გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ოქრიაშვილი გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტზე: ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენ, „რუსულ ქოცობას“ მაგ ბანდიტურ სახეს აგახევთ!

3-11-2023

გიორგი ტატუაშვილი არის საქართველოში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში გამორჩეული პოლიტიკოსი. ჩემი შეფასებით, ის იყო საქართველოს მასშტაბით 2017-დან 2021 წლამდე ერთადერთი ოპოზიციონერი, კვალიფიციური, არაკორუმპირებული  და კომპეტენტური მერი. სწორედ ამიტომ „რუსულმა ოცნებამ“ და სუს-მა ვერ მოიპოვეს მასზე ზეგავლენის ბერკეტები და როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ისე 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაგვიპირისპირეს მათ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და მართული აღვირახსნილი ბანდები, რომელთა მაშინდელი ხელმძღვანელები გიორგი ტატუაშვილზე ახლანდელი თავდასხმის მონაწილე პირები არიან. ეს ყველაფერი კავშირში იყო გასულ არჩევნებთან და ახლაც მომავალ არჩევნებს უკავშირდება - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"ყველას ახსოვს წინასაარჩევნო ძალადობა, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის არაერთი ფაქტი, უამრავი ნაცემი, დასჯილი, დაშინებული, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის  მსხვერპლი  ადამიანი დმანისში, წალკაში, ბოლნისში, თეთრიწყაროში. ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად,მთელი საქართველოს დასაშინებლად. „რუსული  ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში არ მიმართავს ამ ღია წინასაარჩევნო ბანდიტიზმს - მათ ეს არ სჭირდებათ. ამას საჩვენებლად აკეთებენ რამდენიმე ოლქში და ბანდიტიზმისწერტილოვან გამოყენებას გავლენა აქვს არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ასე გააყალბეს 2020 და 2021 წლების არჩევნები და იგივეს აპირებენ 2024 წელსაც. არ გაუვათ! ქართული ბანდიტიზმი არის „რუსული ოცნების“ სახე. ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენ, „რუსულ ქოცობას“მაგ ბანდიტურ სახეს აგახევთ!"- აცხადებს ოქრიაშვილი.