გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია სამხრეთ კორეის ბიზნეს ფედერაცია FOMEK-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

6-11-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, სამხრეთ კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კორეის საშუალო ზომის ბიზნეს ფედერაციის (FOMEK) თავმჯდომარის მოადგილეს ჰო ჯუნ ლის შეხვდნენ.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, ორი ქვეყნის უწყებებს შორის 2024 წლის თებერვალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და ასევე ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროულად დასრულების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ხსენებული შეთანხმებების გაფორმება მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება საქართველო-კორეას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდისათვის, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისთვის.


შეხვედრაზე კორეულ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს, ასევე იმ შესაძლებლობებისა და მექანიზმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინვესტიციების განხორცილებით დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას და იმუშავებენ ერთობლივად, რათა კორეის საშუალო ზომის კომპანიებს მიეწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ, მათ შორის, კომპანიებთან შეხვედრების ონლაინ ფორმატში გამართვის გზით, და ასევე ხელი შეუწყონ FOMEK-ის წევრი კომპანიების საქართველოში ვიზიტის ორგანიზებას.


შეხვედრას ასევე დაესწრო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა.