გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დიმიტრი ხუნდაძე სოფელ კირბალთან საქართველს მოქალაქის მოკვლასთან დაკავშირებით: ამასთან შეგუება არ შეიძლება, ეს არ უნდა ეპატიოს ოკუპანტს

6-11-2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


ხუნდაძის თქმით, ოკუპანტს საქართველოს მოქალაქის მკვლელობა არ უნდა ეპატიოს.


„კატეგორიულად ვგმობ სოფელ კირბალთან მომხდარ საგანგაშო ინციდენტს - ოკუპანტების მიერ გასროლილმა ტყვიამ კიდევ ერთი ქართველი შეიწირა. ჯერ არავინ ვიცით, რა მოხდა და რა ფაქტთან გვაქვს საქმე, თუმცა, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე და მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს! ამასთან შეგუება არ შეიძლება, ეს არ უნდა ეპატიოს ოკუპანტს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.