გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შემოსავლების სამსახური მისი სახელით ყალბი შეტყობინებების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9-11-2023

შემოსავლების სამსახური, საგადასახადო დავალიანების თაობაზე, მისი სახელით ყალბი შეტყობინებების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე.


აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.


შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299-299


აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება“, - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.