29-12-2023
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საზოგადოებას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
ვახტანგ მაისურაძემ 2023 წელს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი და სხვა.
წლის განმავლობაში მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის 35 მუხლით 1 300 000 ლარის ფარგლებში 3 500 მოქალაქემ და 362 დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა ისარგებლა, მოეწყო 19 345 გრძივი მეტრი გზა, რეაბილიტირდა ერთი საბავშვო ბაღი და დაწყებულია 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, მიმდინარეობს ერთი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ერთი საჯარო სკოლის დემონტაჟი და მის ადგილზე ახლის მშენებლობა, მოეწყო 9 ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, 14 სავარჯიშო სივრცე და 1 ღია საჭიდაო არენა, 3 დასასვენებელი სკვერი და სხვა.
მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2024 წლის გეგმები გააცნო, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მოსახლეობას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს.