გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რიგაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

5-02-2024

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ლატვიაში, რიგაში, BaltTour 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


 ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდ გამოფენაზე   ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები იყვნენ წარდგენილები.


BaltTour 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.


გამოფენის ფარგლებში,  შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.


BaltTour-ის საიუბილეო 30-ე წლისთავზე გამოფენას 30-მდე ქვეყნიდან  25 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.  რიგის საერთაშორისო გამოფენაზე  350 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.