გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელთან საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა

13-02-2024

ავიაციის სექტორში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა, „Emirates Group"-ის დამფუძნებელმა, შეიხმა აჰმედ ბინ საედ ალ მაქტუმმა დუბაიში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს დუბაიდან მეტი პირდაპირი საჰაერო რეისების დანიშვნის შესაძლებლობებზე, რაც სტიმულს მისცემს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას.


როგორც დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იყო ძალიან ეფექტური და სწორი, როდესაც გამარტივდა სავიზო პოლიტიკა, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს გამორჩეულად ლიბერალური საჰაერო ცის პოლიტიკა, რაც პოზიტიურად ისახება ტურისტული ნაკადების რაოდენობაზე და პირდაპირ არის დაკავშირებული ფრენების ზრდაზე.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ადგილობრივ, წამყვან კომპანიებს აქვთ საქართველოს საავიაციო ბიზნესში გაძლიერებისა და გაფართოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ.


აღსანიშნავია, რომ 2023 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მგზავრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამ ეტაპზე 4 ავიაკომპანია - flydubai, Air Arabia, Air Arabia Abu Dhabi და Wizz Air Abu Dhabi კვირაში 50 პირდაპირ რეისს ახორციელებს. ხაზგასასმელია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მთავარი გადამზიდავი არის flydubai, რომელიც საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ტოპ-10 ავიაკომპანიას შორისაა.