« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
5-04-2024
სოფელ ფარახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (II-IIIეტაპი) აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, ფარახეთის ადმინისტრაციული ერთეულში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
პროექტი ითვალისწინებს სოფ.ფარახეთის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოებს შპს "ამბროლაურიგზა 10" ასრულებს, პროექტის ფარგლებში იგეგმება 1700 მეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.